სსიპ ქალაქ თბილისის N167
საჯარო სკოლის დირექტორს,
ქალბატონ ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ბელა ნავდარაშვილის
გ
ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სურვილი
მაქვს, 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით სსიპ
ქალაქ თბილისის N167
საჯარო სკოლაში II/ბ კლასის ბაზაზე
დაიწყოს ფუნქციონირება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრემ ,,ხელოვნება“. საწრეო მუშაობა
ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს მეექვსე გაკვეთილზე.
საწრეო
მუშაობის მიზნებია:
·
საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების
გადმოსაცემად სახვითი ხელოვნების
რამდენიმე ძირითადი ელემენტისა და პრინციპის, მასალისა და ტექნიკის გამოყენება ნამუშევარში.
·
ინდივიდუალური და ერთობლივი
ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრების
შესახებ ელემენტარული ტერმინოლოგიის გამოყენებით.
·
ხელოვნების მრავალფეროვნების აღქმა (აღმოჩენა) გარემოში
და დაკავშირება ხელოვნების კონკრეტულ/შესაბამის დარგებთან.
გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა წრემ ამა
წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყოს მუშაობა.
განმცხადებელი: ბ.ნავდარაშვილი
თარიღი:
12.10.2018
No comments:
Post a Comment