საწრეო მუშაობის რეფლექსია
სსიპ - ქალაქ
თბილისის N167 საჯარო სკოლის II/ბ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში
შეიქმნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე. საწრეო მუშაობის შესახებ ინფორმაცია
დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. წრის შექმნის შესახებ
გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე:
წრეში გაერთიანებული
იყო თოთხმეტი მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, მე-6
გაკვეთილზე. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ იყო გაწერილი პროგრამის
სახით.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
• გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
• მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
• მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, დასკვნების გამოტანის, შეფასების თუ სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შემიცვლია. მუშაობის პროცესში გამო- იკვეთა საჭიროებები, მეტი რესურსის მოძიება, უფრო მეტი საინტერესო მასალების მორგება თემებზე.
მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შემიცვლია. მუშაობის პროცესში გამო- იკვეთა საჭიროებები, მეტი რესურსის მოძიება, უფრო მეტი საინტერესო მასალების მორგება თემებზე.
შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო
ყოფილიყო მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, ასევე ვცდილობდი მრავალფეროვანი
და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მეცადინეობებზე ვიყენებდი
რესურსს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული
ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები.
გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა,რომ მოსწავლეებს მოსწონთ საწრეო მუშაობა, ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსათვის, ამომწურავი და გასაგები ახსნისათვის გაუგებარი საკითხების შემთხვევაში, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისათვის. ანალოგიურად მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებას, აღნიშნავენ, რომ წრე იყო კარგად ორგანიზებული, კმაყოფილი არიან კურატორის მუშაობით , მათი შვილი სიამოვნებით დადიოდა დაგეგმილ მეცადინეობაზე, უფრო ხალისით და მონდომებით მუშაობდა ამ კუთხით, რაც აკადემიურ მიღწევებზეც აისახა.
სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.
No comments:
Post a Comment